2014-12-08
ბრძანება №:215/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014/2015 და 2015-2016 სასწავლო წლების გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილია,ს, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის წერილების (41641/02; 04.12.2014) და (41740/02; 05.12.2014) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2015-2016 სასწავლო წლისათვის გამოყოფილი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსი ჩატარდეს       2014 წლის 9 დეკემბერს თსუ მეორე კორპუსში, ოთახი 203 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ-ს მეორე კორპუსი, მეორე სართული). 
2. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე ული კაცმაიერი (ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტის წარმომადგენელი); 
ბ) კომისიის წევრი ოქსანა დიკი (ბოშის ფონდის ლექტორი);
გ) კომისიის წევრი პატრიკ ფრომბერგი (გოეტინგენის უნივერსიტეტის მეცნიერ- თანამშრომელი);
დ) კომისიის წევრი არნე ზეგეკე (dvv international-ის საქართველოს ოფისის თამანშრომელი).
3. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი 1). 
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
5. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი, პროფესორი                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება