2013-03-13
ბრძანება №:558/01-04
"ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით სტუდენტების გადაყვანის თაობაზე" თსუ-ს რექტორის 2013 წლის 1 მარტის #380/01-04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
"ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით სტუდენტების გადაყვანის თაობაზე" თსუ-ს რექტორის 2013 წლის 1 მარტის #380/01-04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 5 მარტის #6939/02 და ტურიზმის საერთაშორისო სკოლის დირექტორის 2013 წლის 11 მარტის #7581/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს დამატება "ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით სტუდენტების გადაყვანის თაობაზე" თსუ-ს რექტორის 2013 წლის 1 მარტის #380/01-04 ბრძანების პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით დამტკიცებული #3 დანართში და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სიას 59-ე ნომრად საზოგადოებრივი გეოგრაფიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატოს ბადიშიან გევორგ (პირადი #) და მის მონაცემებში მიეთითოს 16 კრედიტი და I სემესტრი.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება "ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით სტუდენტების გადაყვანის თაობაზე" თსუ-ს რექტორის 2013 წლის 1 მარტის #380/01-04 ბრძანების პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით დამტკიცებული #3 დანართში და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სიაში 42-ე ნომრად მითითებულ გივი სილაგაძის (პირადი #) მონაცემებში მე-2 სემესტრის ნაცვლად მიეთითოს პირველი სემესტრი;
3. შეტანილ იქნეს ცვლილება "ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით სტუდენტების გადაყვანის თაობაზე" თსუ-ს რექტორის 2013 წლის 1 მარტის #380/01-04 ბრძანების პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტით დამტკიცებული #6 დანართში 34-ე, 49-ე და 59-ე ნომრებად მითითებულ ტურიზმის საერთაშორისო სკოლის სტუდენტთა მონაცემებში და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"34. წირქვაძე ანა (პირადი #) – 160 კრედიტი, VI სემესტრი;
49. შარანგია ლია (პირადი #) – 30 კრედიტი, II სემესტრი;
59. ლუტიძე ლაშა (პირადი #) – 125 კრედიტი, V სემესტრი."
4. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (1 დღის ვადაში).
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება