2011-07-25
ბრძანება №:77/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 16-ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები სწავლების ყველა საფეხურზე შემდეგი სახით:
ა) პირველკურსელთა რეგისტრაცია:
ა. ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება – 12 - 23
სექტემბერი;
ა. ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 26 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
ბ) ბაკალავრიატი/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 22 აგვისტო - 21 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 24 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 3 ოქტომბერი – 21 იანვარი;
ბ.დ) არდადეგები - 1- 7 იანვარი; 26 თებერვალი - 11 მარტი;
ბ.ე) საგამოცდო პერიოდი - 23 იანვარი - 13 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 20 – 25 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).
გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 24 თებერვალი - 5 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 7 - 12 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 12 მარტი - 23 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 25 ივნისი - 16 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 23 - 28 ივლისი (დამატებითი გამოცდები).
დ) მაგისტრატურა/დოქტორანტურა
შემოდგომის სემესტრი:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 15 სექტემბერი – 6 ოქტომბერი;
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 8 - 10 ოქტომბერი;
დ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 10 ოქტომბერი – 28 იანვარი;
დ.დ) არდადეგები – 1 - 7 იანვარი; 3 - 11 მარტი;
დ.ე) საგამოცდო პერიოდი - 30 იანვარი - 20 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 21 – 2 მარტი (დამატებითი გამოცდები).
ე) გაზაფხულის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია _ 24 თებერვალი – 5 მარტი;
ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია _ 7 - 12 მარტი;
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები _ 12 მარტი - 23 ივნისი;
ე.დ) საგამოცდო პერიოდი – 25 ივნისი - 16 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 23 - 28 ივლისი (დამატებითი გამოცდები).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი