2014-02-17
ბრძანება №:19/01-01

"ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013-2014 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 10 ივლისის №74/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 14 თებერვლის №4474/02 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.    შევიდეს ცვლილება "ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013-2014 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 10 ივლისის №74/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "გ.ბ" ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  "გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია _ 26 თებერვალი-3 მარტი (ყველა ფაკულტეტისთვის, გარდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა), 25 თებერვალი - 3 მარტი (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის)."

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი                                      ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება