2014-10-20
ბრძანება №:1779/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების‘‘ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ _ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 16 ოქტომბრის №223/14 ბრძანების, რექტორის 2014 წლის 17 ოქტომბრის №191/01-01 ბრძანებით დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან შესაბამის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე შემდეგი პროფესიული სტუდენტები:
1.1.
,,კინო-ტელე რეჟისორი” IV, V საფეხური (დანართი №1)
1.2.
,,ტანსაცმლის დიზაინი” IV საფეხური (დანართი №2)
1.3.
,,მასაჟისტი” III საფეხური (დანართი №3)
1.4.
,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი" IV საფეხური (დანართი №4)
1.5.
,,ტურიზმის მენეჯმენტი” IV საფეხური (დანართი №5)
2.
შეტანილ იქნეს ინფორმაცია პროფესიული კოლეჯების მართვის სისტემაში 3 (სამი) დღის ვადაში;
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.
ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა