2014-02-28
ბრძანება №:39/01-01

,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ რექტორის 2014 წლის 22 იანვრის №10/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის,  63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების და  მე-9 პუნქტისა  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ მერაბ კილაძის 2014 წლის 19 თებერვლის №5425/02 წერილის და ამავე ფაკულტეტის დეკანის ალექსანდრე ცისკარიძის 2014 წლის 25 თებერვლის №6583/02 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ რექტორის 2014 წლის 22 იანვრის №10/01-01 ბრძანებაში და პირველი პუნქტის ,,ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -
,,ვ.ბ) ასოცირებული პროფესორი პავლე მაჭავარიანი“.
2. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი                                                                           ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება