2013-04-18
ბრძანება №:43/01-01
პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №51 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ს” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი“
თანდართული სახით (დანართი#1).
2. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი“) 2012/2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა, პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიებით სემესტრული დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები, ფაკულტეტებზე მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე შესაბამისი საფეხურის სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს 108 სტუდენტი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს 127 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს 114 სტუდენტი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - დაფინანსდეს 200 სტუდენტი, აღნიშნული ოდენობიდან, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - დაფინანსდეს 37 სტუდენტი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი - დაფინანსდეს 122 სტუდენტი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი - დაფინანსდეს 28 სტუდენტი;
3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადაში.
4. ფაკულტეტებმა დასაფინანსებელ სტუდენტთა სია პირადობის მოწმობის ასლისა და ანგარიშის ნომრის ამონაწერით საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული ვერსია Ex cel ფორმა) წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში 08 მაისის ჩათვლით.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება