2008-06-11
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება № 37/01-01)

ბრძანება # 37 / 01-01
       11.06.2008 წ

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

„უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N# 91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების  თანახმად,

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
  2. კონკურსი ცხადდება 12 ივნისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 11 ივლისი.
  3. კონკურსი ცხადდება ასისტენტ პროფესორის  48 საშტატო ერთეულზე:

    3.1 ეკონომიკის მიმართულებით : ეკონომიკის პრინციპები – 4;  ეკონომიკური პოლიტიკა -  1  ;  ეკონომიკური სტატისტიკა - 2; საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები - 2; შრომის ეკონომიკა - 1; მაკროეკონომიკა - 2 ; მიკროეკონომიკა - 2; ეკონომეტრიკა –1.

    3.2 ბიზნესის  მიმართულებით:   მარკეტინგი - 2; ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა - 7 ; საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი - 9;   ინფორმაციული ტექნოლოგიები ეკონომიკასა და ბიზნესში - 5; ტურიზმი -  1; მენეჯმენტი - 5; ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმე - 4.

  4. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი ;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.

5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის კანცელარიაში, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1.

6. ბრძანება გამოქვეყნდეს.

 

 

გიორგი ხუბუა
რექტორი

« უკან დაბრუნება