2011-12-30
ბრძანება №:527/02-04
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის II და III სემესტრის მაგისტრანტების 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24–ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის #148/2010 დადგენილების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 6 დეკემბრის #122/01-01 ბრძანების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 23 დეკემბრის #34815/02 დასკვნის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 16 დეკემბრის #34003/02 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის II და III სემესტრის შემდეგი მაგისტრანტები:
II სემესტრი
ა) სამაგისტრო პროგრამა – ფუნდამენტური ფიზიკა
ა.ა) ლეკაშვილი შოთა – 1406.25 ლარი
III სემესტრი
ა) სამაგისტრო პროგრამა – საინფორმაციო სისტემები
ა.ა) ოვანესიანი მარიანა – 1406.25 ლარი
ა.ბ) ასლანოვა ვიოლეტა – 1406.25 ლარი
ბ) სამაგისტრო პროგრამა – საინფორმაციო ტექნოლოგიები
ბ.ა) ცირეკიძე შაქრო – 1406.25 ლარი
ბ.ბ) როსტაშვილი რევაზი – 1406.25 ლარი
გ) სამაგისტრო პროგრამა _ გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება
გ.ა) წერეთელი მარიამი – 1406.25 ლარი
დ) სამაგისტრო პროგრამა – გამოყენებითი მათემატიკა
დ.ა) კვინიკაძე არჩილი _ 1406.25 ლარი
დ.ბ) კვინიკაძე მამუკა – 1406.25ლარი
დ.გ) კინწურაშვილი მურმანი – 1406.25 ლარი
ე) სამაგისტრო პროგრამა _ მათემატიკა
ე.ა) წიკლაური ანა - 1406.25 ლარი
ვ) სამაგისტრო პროგრამა _ კომპიუტერული მეცნიერებები
ვ.ა) ივანაური დიმიტრი – 1406.25 ლარი
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება