2013-06-21
ბრძანება №:62/01-01

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 73-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 73-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული "ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების თავმჯდომარის 2013 წლის 12 ივნისის №16605/02 განცხადების საფუძველზე, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით,

ვბრძანებ:

1.    ჩატარდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,უნივერსიტეტი”) სტუდენტთა 73-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენცია 2013 წლის 24 ივნისიდან 30 ივნისამდე.  
2.    დამტკიცდეს უნივერსიტეტის სტუდენტთა 73-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესი (დანართი №1).   
3.    დამტკიცდეს უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციის საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა (დანართი №2).   
4.    უნივერსიტეტის სტუდენტთა 73-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ორგანიზება დაევალოს უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციის საინიციატივო ჯგუფს.
5.    დაევალოთ უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს უზრუნველყონ შესაბამის ფაკულტეტებზე თსუ სტუდენტთა 73-ე სამეცნიერო კონფერენციისათვის სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება კონფერენციის ორგანიზების წესის შესაბამისად.
6.    კონფერენციის ჩატარების ორგანიზებისათვის უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციის საინიციატივო ჯგუფის წევრებზე შესაძლებელია გაიცეს შესაბამისი ანაზღაურება, რაც განისაზღვრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.
7.    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას უზრუნველყოს ამ ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტუ¬რუ¬ლი ერთეულებისათვის გადაცემა.
8.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფრომაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
9.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





რექტორის მოვალეობის
შემსრულევბელი                                     ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება