2013-09-16
ბრძანება №:1526/01-04
2013-2014 სასწავლო წლიდან სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ
რექტორის 2013 წლის 21 აგვისტოს №1224/01-04 ბრძანებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებმაც დაასრულეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი) "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაიცა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ზემოაღნიშნულმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელების მოთხოვნით მომართეს უნივერსიტეტს და "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2013 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, რექტორის 2013 წლის 21 აგვისტოს №1224/01-04 ბრძანებისა და დანართებში მითითებული სტუდენტების განცხადებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. მიეცეთ 2013-2014 სასწავლო წლიდან სწავლის გაგრძელების უფლება 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ერთეულებზე წინამდებარე ბრძანების დანართების შესაბამისად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
ზ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 7).
2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება