2019-01-15
ბრძანება №:8/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მედიცინა(ინგლისურენოვანი)“ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მედიცინა(ინგლისურენოვანი)“ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 10 იანვრის N246/32 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 14 - 25 მარტი;
ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 18 - 25 მარტი;
გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 25 მარტი - 6 ივლისი;
დ) საგამოცდო პერიოდი -კურაციული სისტემით (დასკვნითი გამოცდები), დამატებითი გამოცდები -8-26 ივლისი;
ე) არდადეგები - 27 ივლისი - 15 სექტემბერი;
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება