2012-11-27
ბრძანება №:159/01-01

"ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2012 წლის პირველი ნოემბრის №148/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

"ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2012 წლის პირველი ნოემბრის №148/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" და "ს" ქვეპუნქტების, რექტორის 2012 წლის 15 ნოემბრის №151/01-01 ბრძანების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ანდრო ბარნოვის 2012 წლის 21 ნოემბრის №39197/02 წერილის  საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.    "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2012 წლის პირველი ნოემბრის №148/01-01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
)    ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 "5. კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის პირველ ნოემბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 24 დეკემბრიდან 2013 წლის 15 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2013 წლის 25  იანვრისა";
)    ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 "6) კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა სამსახურში მისაღებად შემდეგი მიმართულებებით:

          ა) საზოგადოებრივი გეოგრაფია
        სრული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
          ბ) სოციოლოგია
          სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
         გ) გენდერის მიმართულება
          ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
        დ) სოციალური მუშაობა
         ასისტენტ პროფესორი _ 1  საშტატო ერთეული
        ე) ფსიქოლოგიის მიმართულება
        ასისტენტ პროფესორი _ 1  საშტატო ერთეული
 
         გ) ბრძანების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"9. საკონკურსო  დოკუმენტები მიიღება  2012 წლის 24 დეკემბრიდან 2013 წლის 15   იანვრის  ჩათვლით, 9:30-დან 18:00 საათამდე. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8 (VI კორპუსი) ოთახი №202;"
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
3. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში
   4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                        ლევან ალექსიძე 
« უკან დაბრუნება