2010-10-04
ბრძანება №:226/02-01

,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 29 სექტემბრის №224/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციული პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 29 სექტემბრის №224/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის, საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 29 სექტემბრის №224/02-01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანების სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ”.
2. ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციული პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 29 სექტემბრის №224/02-01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1 შეიქმნას სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით;”
3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.   ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
5.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                                           დავით ჩომახიძე   
« უკან დაბრუნება