2011-02-11
ბრძანება №:21/01-01
,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის N116/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის N116/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57–ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 3 თებერვლის N2035/02 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ
-
,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის N#116/01–01 ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებულ N#2 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
- ,,1. ალექსანდრე კვიტაშვილი – რექტორი (კომისიის თავმჯდომარე);
- დავით ჩომახიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
- დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (კომისიის მდივანი);
- მაკა ჯოხაძე – მწერალი;
- პაატა ჩხეიძე – მთარგმნელი, ლიტერატორი;
- როსტომ ჩხეიძე – მწერალი, ლიტერატურათმცოდნე;
- მაია ჯალიაშვილი – ლიტერატორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი“.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
- ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი