2014-09-01
ბრძანება №:141/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №153/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №153/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართის „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიის მინიჭების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სტიპენდია ენიჭება ყოველი სემესტრის სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში ერთ საუკეთესო სტუდენტს. სტიპენდია შეიძლება მიენიჭოს წინა კალენდარული სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ წინა კალენდარულ სემეტრში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს ან იმ სტუდენტს, რომელსაც წინა კალენდარულ სემესტრში სტატუსი შეჩერებული ჰქონდა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე.“;
ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედქციით:

,,დ) წინა კალენდარულ სემესტრში სტატუსშეჩერებულ სტუდენტზე (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა)“;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედქციით:

,,ე) წინა კალენდარულ სემესტრში საქართველოში სხვა სტიპენდიის/საუნივერსიტეტო დაფინანსების მქონე სტუდენტზე (ამ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება სტუდენტზე, რომელსაც წინა კალენდარულ სემესტრში სტატუსი შეჩერებული ჰქონდა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე);“.

2.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანება განთავსოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
4.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება