2010-12-27
ბრძანება №:125/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ნაშრომების გასწორების და აპელაციის ვადების დამტკიცების შესახებ


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ნაშრომების გასწორების და აპელაციის ვადების დამტკიცების შესახებ
 
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  დამტკიცდეს   2010-2011   სასწავლო   წლის  გაზაფხულის  სემესტრის  
   სტუდენტის საგამოცდო ნაშრომის გასწორების  წესი და ვადები (დანართი №1).

2.  დამტკიცდეს   2010-2011   სასწავლო   წლის  გაზაფხულის  სემესტრის
   თანდართული სტუდენტის ნაშრომების ნახვისა და აპელაციის ვადები (დანართი №2).

3.  კონტროლი   ბრძანების   შესრულებაზე   დაევალოს   უნივერსიტეტის
   საგამოცდო ცენტრს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5.  ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ–გვერდზე  განთავსება
   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

6.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






რექტორი                                    ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება