2017-09-05
ბრძანება №:166/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2014 წლის 6 აგვისტოს N130/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის  29 აგვისტოს №14185/27 კორესპონდენციის საფუძველზე,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის  - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადდეს კონკურსი უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

2. კანდიდატების შერჩევა განახორციელოს სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას   სახელობის   სტიპენდიის   დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის   6 აგვისტოს 130/01-01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის საფუძველზე.
3. დამტკიცდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) პროფესორი რამაზ ქურდაძე (კომისიის წევრი);
დ) პროფესორი კახაბერ ლორია (კომისიის წევრი);
ე) ასოცირებული პროფესორი  მაია ლომია (კომისიის წევრი);
ვ) ასოცირებული პროფესორი ვლადიმერ მინაშვილი (კომისიის წევრი);
ზ) ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი (კომისიის წევრი);
თ) ასოცირებული პროფესორი თამარ შარაბიძე (კომისიის წევრი);
ი) ასისტენტ პროფესორი ელენე გოგიაშვილი (კომისიის  მდივანი).
4. სტიპენდიის მოპოვების მსურველმა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა  კომისიის სახელზე წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ)  ავტობიოგრაფია – CV;
გ) აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან);
დ) წინა სასწავლო წელს გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული ნაშრომები;
ე) წინა სასწავლო წელს ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;  
ვ) უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
5. სტიპენდიის მოპოვების მსურველმა დოქტორანტმა კომისიის სახელზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია – CV;
გ) სამოტივაციო წერილი;
დ) წინა სასწავლო წელს გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცენული ნაშრომი(ებ)ი;
ე) წინა სასწავლო წელს ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;  
ვ) უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმნათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელინ დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
6. სტიპენდიის  მიღების  მსურველის სტუდენტების საბუთების მიღება  მოხდეს   2017 წლის 22  სექტემბრიდან - 29 სექტემბრის ჩათვლით 10.00-დან 17.00 საათამდე უნივერსიტეტის  I კორპუსის 208-ე ოთახში.
7. სტიპენდიანტების შერჩევის თაობაზე კომისიის დასკვნა მომზადდეს არაუგვიანეს 2017 წლის 5 ოქტომბრისა.
8.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
9.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე



« უკან დაბრუნება