2016-06-29
ბრძანება №:109/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი, მე–2, მე-3, მე–4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის მე-2,  მე-3, მე-4,  მე-5, მე-7 პუნქტების, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის      სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს   2014 წლის  30 სექტემბრის №96 დადგენილების საფუძველზე,    

ვ  ბ  რ  ძ  ა  ნ  ე  ბ:

1. აკადემიურ საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტის წარმომადგენლების რაოდენობის ზრდისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლების შეყვანის მიზნით, დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2016 წლის  8  ივლისს:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი;
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -1 წევრი;
გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 1წევრი;
დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი -1 წევრი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი -1 წევრი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი - 1 წევრი; 
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი -1 წევრი; 
თ) თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი -1 წევრი; 
ი) თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი -1 წევრი; 
კ) თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი -1 წევრი; 
ლ) თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი -1 წევრი; 
მ) თსუ ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი -1 წევრი; 
ნ) თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი -1 წევრი; 
ო) თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი -1 წევრი; 
პ) თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი-1 წევრი; 
ჟ) თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის                 ინსტიტუტი -  1 წევრი; 
რ) თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი -1 წევრი; 
ს) თსუ ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი -1 წევრი; 
ტ) თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი -1 წევრი; 
უ) თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი -1 წევრი; 
ფ) თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი -1 წევრი.

2. ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან მოქმედი აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით - ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრთა ორი მესამედისა და ერთი მესამედისათვის განსაზღვრული ვადებით, შესაბამისად 5 წევრი 2018 წლის 21 ოქტომბრამდე,              ხოლო  2  წევრი  2016 წლის 21 ოქტომბრამდე. 
3. ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს ახლადარჩეული წევრების ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილი უფლებამოსილების ვადის განსაზღვრა მოხდება ახლადარჩეულ წევრებს შორის გამართული წილისყრით.
4. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საარჩევნო კომისია  შემდეგი შემადგენლობით: 

ა)  რამაზ ქურდაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) თინათინ  დავითაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; 
გ)  გიორგი მახარობლიშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
დ) გიორგი ჩაკვეტაძე - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
ე)  გვანცა ხასია - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის უფროსი სპეციალისტი; 
ვ) მანანა კაკაბაძე - მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
ზ) ნინო  ჭალაგანიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
თ) გიორგი გოროშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ი) ეთერ კაკულია - თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;   
კ) რუსუდან თავართქილაძე - თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე; 
ლ) მარინე ტურაშვილი - თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი;
მ) ნინელი გაგნიძე - თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კადრები-კანცელარიის სპეციალისტი;
ნ) გივი ბერიკელაშვილი - თსუ ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 
ო) მზია ბრეგვაძე - თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი;
პ) თამარ გურული  - თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის  ინსტიტუტის  ინჟინრი; 
ჟ) დავით გოგოლი - თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ -თანამშრომელი.
რ) ლევან ბაშელეიშვილი - თსუ ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ -თანამშრომელი;
ს) ავთანდილ თარხნიშვილი - თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ -თანამშრომელი;
ტ) მერაბ გონგაძე - თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 
უ) ნინო ქარქაშაძე - თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ -თანამშრომლი.
ფ) რომან ლოლუა - თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  მეცნიერ- თანამშრომელი.
ქ) ლევან მეტრეველი - თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ -თანამშრომელი. 
5. საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 8 ივლისის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამის თსუ-ის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
6. საარჩევნო კომისიის წევრებს შესრულებული სამუშაოსათვის მიეცეთ ანაზღაურება კანომდებლობით დადგენილი წესით, კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
7. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.  აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს    2016 წლის   30 ივნისის 10:00 საათზე  და დასრულდეს 2016 წლის 4 ივლისის    18:00 საათზე (5 კალენდარული დღე).
9. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატი ვალდებულია სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტუროს, რომ მას სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავია აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.
10.  კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში,  შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114.
11.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
12.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13.  ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
14. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გამოქვეყნებისთანავე.
15. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს ერმი ქემოკლიძეს.
16. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით   დადგენილი   წესით,   ძალაში   შესვლის   დღიდან    1     თვის ვადაში       ქ. თბილისის   საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).


რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი , პროფესორი                                                           დარეჯან თვალთვაძე 
 

« უკან დაბრუნება