2019-05-23
ბრძანება №:111/02-01
"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის 2019 წლის 17 მაისის N9115/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1 -ის ,,გ“ თავის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
14.1. თამარ დოჭვირი- დიგიტიზაციის ჯგუფის რედაქტორი, კომისის თავმჯდომარე;
14.2. ნინო ჩაჩუა - წიგნსაცავის განყოფილების უფროსი -კომისიის წევრი;
14.3. მაია მაისურაძე - დიგიტიზაციის ჯგუფის უფროსი სპეციალისტი -კომისიის წვრი;
14.4. ეკატერინე რუხაძე - დაკომპლექტების განყოფილების უფროსი -კომისიის წევრი;
14.5. მანანა ცომაია - ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ჯგუფის სპეციალისტი - კომისიის წევრი;
14.6. დიანა ფაციაშვილი - ბუღალტერი - კომისიის წევრი;
14.7. თამარ შენგელია - თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი სპეციალისტი -კომისიის წევრი.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა