2010-07-22
ბრძანება №:63/01-01

2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ

2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–16 მუხლის მე-2 პუნქტის  საფუძველზე

ვბრძანებ

  1. განისაზღვროს  2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის  მობილობის ვადები:
    1.1.    საბუთების მიღება  - 2–6 აგვისტო

    1.2.    თსუ–ში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 2–12 აგვისტო

    1.3.    დოქტორანტურაში უცხო ენის გამოცდა − 10 აგვისტო

    1.4.    აპელაციაზე განცხადებების მიღება − 12 აგვისტო

    1.5.    აპელაცია − 13 აგვისტო

    1.6.    გასაუბრება სპეციალობაში − 14, 16 აგვისტო.

    1.7.     სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა − 16–17 აგვისტო

    1.8.    საბოლოო შედეგების გამოცხადება − 18 აგვისტო

    1.9.    ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება − 19 აგვისტო.

  1. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საგამოცდო ცენტრს (თ. იმედაძე).
  2. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




რექტორი,პროფესორი                                                                    გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება