2018-06-11
ბრძანება №:138/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-10 მუხლისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რამაზ აბესაძის 2018 წლის 11 ივნისის N11870/10 და N11874/10 წერილების (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 8 ივნისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:
ეკონომიკური თეორიის განყოფილება
1)
პაპავა ვლადიმერ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული (უვადო)
2)
კვარაცხელია მურმან - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3)
დავლაშერიძე ნატალია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
4)
კურატაშვილი ქეთევან - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მაკროეკონომიკის განყოფილება
1) ბიბილაშვილი ნანა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2) თეთრაული ციცინო - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილება
1) დათუნაშვილი ლინა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2) ქავთარაძე თენგიზ -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3) ბრეგვაძე გია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
4) ქველაძე ქეთევან - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ბიზნესის პრობლემათაკვლევის განყოფილება
1) კაკულია ეთერ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2) ცუცქირიძე მარინე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3) გოგოხია თეიმურაზ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ფინანსებისა და საბანკო საქმის განყოფილება
1) ასათიანი როზეტა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2) სიგუა გიორგი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული
3) მელაშვილი მედეა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილება
1) ქისტაური ნუნუ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2) თოთლაძე ლია - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3) თაფლაძე თამარი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ბუნებათსარგებლობის და გარემოს დაცვის განყოფილება
1) ჩხეიძე თინათინ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2) ნოზაძე ზურაბ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3) დვალიშვილი ლია - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე