2009-12-17
ბრძანება №:246/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მკვლევართა და მეცნიერ-მკვლევართა შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მკვლევართა და მეცნიერ-მკვლევართა შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის  დამტკიცების შესახებ

 "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიე¬რო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მკვლევართა და მეცნიერ-მკვლევართა შესარჩევი კომისია (დანართი 1);
2.    დამტკიცდეს ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიე¬რო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მკვლევართა და მეცნიერ-მკვლევართა შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი 2);
3.    ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანება #243/02-01 "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერ¬სი¬ტე¬ტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მკვლევართა და მეცნიერ-მკვლევართა შერჩევის მიზნით კონკურსის ჩატარების შესახებ"




 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი:     
                            რ. ხარბედია


« უკან დაბრუნება