2015-11-26
ბრძანება №:215/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 ქვეპუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე’’ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 ოქტომბრის #109 დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) შორენა ხიდეშელი - კომისიის თავმჯდომარე, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ბ) ვასილ ბარამიძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) ეკატერინე ღამბაშიძე - კომისიის წევრი, პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
დ) ლიკა კილაძე - კომისიის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი.
2. დაევალოს კომისიას მიიღოს თსუ-ს კანცელარიის წესით შემოსული პრეტენდენტების განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია, უზრუნველყოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 ოქტომბრის #109 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ მოთხოვნებთან მიმართებაში და რეგისტრაციის ვადის ამოწურვისთანავე შესაბამისი შემოწმებული დოკუმენტაცია წარუდგინოს აკადემიურ საბჭოს.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა