2007-09-22
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე ასისტენტ-პროფესორების დანიშვნის შესახებ (ბრძანება N24/01-03)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე
ასისტენტ-პროფესორების დანიშვნის შესახებ

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 31-ე მუხლის, `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 22-ე და 34-ე მუხლების, `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 მაისის #2/300 ბრძანების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 17 ივლისის დადგენილება #42 _ `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შესახებ~ საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

დაინიშნონ 2007 წლის 27 სექტემბრიდან 2009 წლის 27 სექტემბრამდე იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შემდეგი პირები:

კერძო სამართლის მიმართულებით:

1. ბაღიშვილი ეკატერინე;
2. ბერეკაშვილი დიანა;
3. გელაშვილი ირმა;
4. გუგეშაშვილი გვანცა;
5. დუნდუა მზია;
6. მჭედლიშვილი ვახტანგი;
7. ქოჩაშვილი Qქეთევან;
8. შოთაძე თამარ;
9. ჯანაშია ლევან;
10. ცერცვაძე გიორგი;
11. ძნელაძე ნინო;
12. ყანდაშვილი ირაკლი;
13. ჩაჩავა სოფიო.

საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით:

1. ბითაძე მაია;
2. კევლიშვილი მარიამ;
3. რუხაძე ნინო;
4. სურმავა ლიტა.

კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით:

1. ლორია ხათუნა;
2. ღვამიჩავა თამარ;
3. კახიძე ირაკლი;
4. კახიანი გიორგი;
5. კობახიძე ირაკლი.

სისხლის სამართლის მიმართულებით:

1. გვენცაძე ელენე;
2. დვალიძე ირაკლი;
3. ბოხაშვილი ირინე;
4. გოგნიაშვილი ნინო;
5. ხარანაული ლევან;
6. ქობალია გიორგი;
7. შაყულაშვილი თეა.

სამართლის ისტორია და მეთოდების მიმართულებით:
1. ხოფერია მარიამ;
2. ნოზაძე ირმა:
3. ძამუკაშვილი მაკა;
4. კოხრეიძე ასმათ;
5. წიგნაძე ანა.

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება;
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
4. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში `თბილისის უნივერსიტეტი~ და განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება #13274/02, 25.09.2007 წელი.
თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი #02, 22.09.2007 წელი.

 

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება