2018-03-26
ბრძანება №:58/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ“ 2013 წლის 16 ოქტომბრის N125/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 05 ივნისის N77/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,  63-ე მუხლის,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და რექტორის მრჩევლის მერაბ ელიაშვილის 2018 წლის 16 მარტის N5152/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნისა და                       ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ“  2013 წლის 16 ოქტომბრის N125/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 05 ივნისის N77/01-01 ბრძანებით დამტკიცებულ პირველ პუნქტში და დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,უ“ და ,,ფ“ ქვეპუნქტები:

,,უ) მაკა ელბაქიძე - უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ფ) ელენე სალუქვაძე - უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი- საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი.“
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო  
    ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                               გიორგი  შარვაშიძე

« უკან დაბრუნება