2017-05-04
ბრძანება №:83/01-01

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის სტუდენტთა გაცვლის შესახებ ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წელს გამოყოფილი სტიპენდიის მიმღების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის სტუდენტთა გაცვლის შესახებ ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წელს გამოყოფილი სტიპენდიის    მიმღების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მაია მენთეშაშვილის წერილის (№6353/10; 02/05/2017) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2017-2018 სასწავლო წლისათვის ინდონეზიის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ერთსემესტრიანი საბაკალავრო სტიპენდიის მიმღების (სტიპენდიატი) შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 5 მაისს,  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, ოთახი #204 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3). 
3. დამტკიცდეს სტიპენდიატის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე ირინა გველესიანი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი); DE
ბ) კომისიის წევრი ფიქრია ასანიშვილი (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი); 
გ) კომისიის წევრი დალი ოსეფაშვილი (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი).
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი – მარიამ რაზმაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესი    (დანართი №1);  
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე            

« უკან დაბრუნება