2009-11-27
ბრძანება №:129/01-01
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული თსუ-ს წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. გამოცხადდეს კონკურსი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
2. განაცხადები მიიღება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში 2009 წლის 27 ნოემბერიდან 10 დეკემბერამდე.
3. შევიდეს ნაწილობრივი ცვლილება რექტორის 2008 წლის 24 აპრილის #23/01-01 ბრძანებაში:
დანართ 2- ში და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის წევრად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გულნაზ გალდავას ნაცვლად დამტკიცდეს რომან ხარბედია _ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
4. კომისიამ იხელმძღვანელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს –პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სტიპიენდიის მინიჭების შესახებ დამტკიცებული დებულებით.
5. დაევალოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს (დ. თვალთვაძე) წინამდებარე ბრძანების 1-ლი და მე-2 პუნქტების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების გატარება.
6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, რომან ხარბედიას.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ფაკულტეტის წარდგინება #28171/02 26.22.2009. რექტორის ბრძანება #23/01-01 24.04.2008

რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა
გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება