2014-07-18
ბრძანება №:114/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის სასწავლო პროგრამების გაანგარიშების პრობლემურ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-12 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების წესის შემუშავების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მარინე ჩიტაშვილი -  რექტორის მოადგილე, პროფესორი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) თამარ ვეფხვაძე – უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;  
გ) თეა გერგედავა – საგარეო ურთიერტობების დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;  
დ) ვასილ ბარამიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;  
ე) ნატო ჩუბინიძე – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;  
ვ) ქეთევან მიქაძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;  
2. დაევალოს  სამუშაო ჯგუფს ჩაატაროს  შესაბამისი მოსამზადებელი სხდომები 2014 წლის 1 აგვისტომდე.
3. დაევალოს სამუშაო ჯგუფს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო პრაქტიკისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მოთხოვნების საფუძველზე, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების წესის პროექტის შემუშავება და უნივერსიტეტის რექტორისათვის არაუგვიანეს 2014 წლის  1 დეკემბრისა, მისი წარდგენა დასამტკიცებლად.
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
 
რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება