სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე ასისტენტ-პროფესორთა დანიშვნის შესახებ (ბრძანება №24/01-03)
ბრძანება № 24 / 01-03
29.09.2008 წ
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე ასისტენტ-პროფესორთა დანიშვნის შესახებ
საქრთველოს შრომის კოდექსის მე - 6 მუხლის I - ლი პუნქტის, 31-მუხლის 1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 23 ივნისის # 74/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 29 აგვისტოს 116/02-01 ბრძანების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" 2008 წლის 14 ივლისის #63/01-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაინიშნონ 2008 წლის 29 სექტემბრიდან 2010 წლის 30 სექტემბრამდე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე::
- მარწყვიშვილი ხათუნა
- მახარაძე თამარი
- ხეჩუაშვილი ლილი
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს
შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ამავე ბრძანებით განსაზღვრულ პირებთან;
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
5. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის # 131 დადგენილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ".
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა