2020-02-25
ბრძანება №:46/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის
2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და
„პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში:
ა) ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 თებერვალი - 1 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 თებერვალი – 2 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 2 მარტი – 13 ივნისი;
გ.დ) სააუდიტორიო მეცადინეობები - ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 16 მარტი-27 ივნისი;
გ.ე) საგამოცდო პერიოდი - 15 ივნისი- 8 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 15 - 21
ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ვ) საგამოცდო პერიოდი ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - 29 ივნისი-22 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 29 ივლისი-4 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
გ.ზ) არდადეგები - 22 ივლისი - 13 სექტემბერი;
გ.თ) არდადეგები ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - 5 აგვისტო - 13 სექტემბერი; “
ბ) ბრძანების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 თებერვალი - 1 მარტი;
ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 თებერვალი – 2 მარტი;
ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 2 მარტი – 13 ივნისი;
ვ.დ) სააუდიტორიო მეცადინეობები ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 16 მარტი-27 ივნისი;
ვ.ე) საგამოცდო პერიოდი - 15 ივნისი- 8 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 15 - 21
ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ვ.ვ) საგამოცდო პერიოდი ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - 29 ივნისი-22 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 29 ივლისი-4 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
ვ.ზ) არდადეგები - 22 ივლისი - 13 სექტემბერი;
ვ.თ) არდადეგები ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - 5 აგვისტო - 13 სექტემბერი; “
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე