2008-05-06
ბრძანება №:26/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სასწავლო პროცესის მოწესრიგების შესახებ (ბრძანება № 26/01-01)

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სასწავლო პროცესის მოწესრიგების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22- ე მუხლის შესაბამისად"


1. მაგისტრანტის მიერ სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო  პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი კრედიტების მოპოვება განხორციელდეს შემდეგი წესების დაცვით:

ა. სამაგისტრო პროგრამით დადგენილი სასწავლო (120 კრედიტი) კრედიტები შესრულდეს მაგისტრატურაში სწავლისათვის განსაზღვრული 4 სემესტრის      განმავლობაში, სემესტრში 30 კრედიტის მოცულობით.

ბ. სტუდენტს, რომელმაც სამაგისტრო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში      (4 სემესტრში) ვერ მოიპოვა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, უფლება მიეცეს    დამატებით სემესტრში, თვითდაფინანსებით დაასრულოს სასწავლო პროგრამა  მომდევნო, არაუმეტეს, ოთხი სემესტრის მანძილზე.             
                                     
გ. მაგისტრანტს, რომელიც არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას  უჩერდება სტუდენტის სტატუსი და კარგავს აღნიშნულ სემესტრში სასწავლო პროცესში მონაწილეობისა და კრედიტების მოპოვების უფლებას.

დ. მაგისტრანტს, რომელსაც ჩარიცხვიდან ზედიზედ სამჯერ არასაპატიო მიზეზით არ გაუვლია ადმინისტრაციული რეგისტრაცია, უწყდება სტუდენტის    სტატუსი.

ე. მაგისტრანტს, რომელიც მისთვის დადგენილ ვადაში, სემესტრის დასრულებამდე, ფაკულტეტზე წარმოადგენს სამაგისტრო ნაშრომს და ვერ დაიცავს საპატიო მიზეზით, უფლება ეძლევა, მომდევნო სემესტრებში, ადმინისტრაციული რეგისტრაციით დადგენილ ვადაში, გადაიხადოს მომსახურების საფასური 100 ლარის ოდენობით და დაიცვას სამაგისტრო ნაშრომი ფაკულტეტის მიერ განსაზღვრულ პერიოდში.

ზ. სამაგისტრო ნაშრომის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში მაგისტრანტი დამატებით სემესტრში გადის სემესტრულ ადმინისტრაციულ რეგისტრაციას.

 

  2.  ბრძანების შესრულება უზრუნველყოს თსუ სასწავლო დეპარტამენტმა.

3.  დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ­გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსება.


 

          რექტორი, პროფესორი
     გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება