2019-05-23
ბრძანება №:109/02-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ი. გრძელიძის 2019 წლის 14 მაისის N8713/10 განცხადების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში.
2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება ან არის შესაბამისი სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო წელი).
3. სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდეს შემდეგი მიმართულებებით:
ა ) საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით - 2 (ორი) სტაჟიორი; სტაჟირების მიზანია ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით:
• საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცესში მონაწილეობა;
• საგანმანათლებლო პროგრამების ბაზის მართვაში მონაწილეობა;
• სამსახურის მანდატის ფარგლებში სემინარებისა და ტრენინგების დაგეგმვაში მონაწილეობა;
• სამაგიდო კვლევების წარმოებაში მონაწილეობა.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) საქართველოსა და თსუ-ის განათლების ხარისხის მარეგულირებელი კანონდებლობის ცოდნა;
ბ) ინგლისური ენის ფლობა (B2);
გ) კომპიუტერული უნარების ქონა;
დ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
ე) გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა (სასურველია).
ვ) სასურველია თსუ-ის სტუდენტის სტატუსი (სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხური).
ბ) რეგულაციების მიმართულებით - 1 (ერთი) სტაჟიორი.
სტაჟირების მიზანია ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით:
• ხარისხის შიდა უზრუნველყოფის რეგულაციების ანალიზში მონაწილეობა;
• ხარისხის შიდა უზრუნველყოფის რეგულაციების ტექსტების მომზადებაში მონაწილეობა;
• მანდატის ფარგლებში სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებაში მონაწილეობა;
• სამაგიდო კვლევების წარმოებაში მონაწილეობა.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) რეგულაციების შემუშავების თეორიული საფუძვლების ცოდნა. სასურველია ასევე რეგულაციების შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
ბ) საქართველოსა და თსუ-ის განათლების ხარისხის მარეგულირებელი კანონდებლობის ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ფლობა (B2);
დ) კომპიუტერული უნარების ქონა;
ე) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
ვ) სასურველია თსუ-ის სტუდენტის სტატუსი (სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხური სამართლის მიმართულებით);
გ) ელექტრონული ბაზების მართვის მიმართულებით - 1 (ერთი) სტაჟიორი:
სტაჟირების მიზანია თსუ ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით:
• ხარისხის შიდა უზრუნველყოფის ელექტრონული მართვის სისტემის განვითარება;
• მანდატის ფარგლებში სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებაში მონაწილეობა;
• სამაგიდო კვლევების წარმოებაში მონაწილეობა.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) პროგრამირება (სასურველია პრაქტიკული გამოცდილება); ბ) ინგლისური ენის ფლობა (B2);
გ) კომპიუტერული უნარების ქონა;
დ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
ვ) სასურველია თსუ-ის სტუდენტის სტატუსი (სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხური).
დ) სისტემური და საჭიროებაზე დაფუძნებული კვლევების მიმართულებით - 2 (ორი) სტაჟიორი.
სტაჟირების მიზანია თსუ ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით:
• ხარისხის შიდა უზრუნველყოფის ფარგლებში განხორციელებული კვლევების
დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; კითხვარების შემუშავება, მონაცემების შეგროვება, ინტერვიუების განხორციელება, მონაცემების გასუფთავება და დამუშავება, ანგარიშის მომზადება.
• მანდატის ფარგლებში სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებაში მონაწილეობა;
• კაბინეტური კვლევების წარმოება;
• მანდატის ფარგლებში კორესპოდენციაზე პასუხის პროექტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების ცოდნა; ბ) რაოდენობრივი და/ან თვისებრივი კვლევის განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;
გ) STRATA ან SPSS-ში მუშაობის გამოცდილება;
დ) ინგლისური ენის ფლობა (B2);
ე) კომპიუტერული უნარების ქონა;
ვ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
ზ) სასურველია თსუ-ის სტუდენტის სტატუსი (სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხური).
5. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა კომისიის სამდივნოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი 1);
2. მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
3. დიპლომის ასლი, თუ კანდიდატს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე კანდიდატმა - ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანათლებლო დაწესებულებიდან.
4. რეკომენდაცია;
5. ორი ფოტოსურათი (3X4);
6. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ((B2);
7. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ;
6. კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 21 მაისიდან დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 27 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით.
7. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე (სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს). ინდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.
8. სტაჟირების ხანგრძლივობაა 4 (ოთხი) თვე (ანაზღაურების გარეშე).
9. სააპლიკაციო პაკეტების საფუძველზე შერჩეული კანდიდატების ზეპირი გასაუბრება შედგება 2019 წლის ივნისის თვეში და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ- ფოსტით.
10. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სრულყოფილი სააპლიკაციო პაკეტი უნდა წარმოადგინოს კომისიის სამდივნოში, არაუგვიანეს, 2019 წლის 27 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით. 10:00-დან 18:00-მდე საათის ჩათვლით მისამართი ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1, თსუ- პირველი კორპუსი, ოთახი 117, ან დასკანერებული ვერსია გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge
11. ინფორმაცია ,, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" განცხადება განთავსდეს - www.jobs.ge
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური).
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება