სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის და "სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის 200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52_ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილების, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე¬_11 მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2014 წლის 25 აგვისტოს 25601/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეიქმნას სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ერმი ქემოკლიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ირაკლი საღარეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) არჩილ კუკულავა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
დ) ნათელა ლაცაბიძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
ე) გიორგი ტალახაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
ვ) სერგო სანაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი (კომისიის წევრი);
ზ) ტარიელ ზარანდია– საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი).
2. სატენდერო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საქმიანობის ურუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ანეტა მერკვილიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ბ) ლელა კოპალეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
გ) ვალერიან მიღდისელი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ) გიორგი მაღლაფერიძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ე) დავით გაბრიაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ვ) დინარა ტიკარაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების Mმთავარი სპეციალისტი;
ზ) ბექა ბერაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
თ) ლია ბაყაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ი) მაკა ქორჩაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
კ) ჯაბა ციციშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ლ) ნიკოლოზ ხატიაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
მ) მინდია მაზმიშვლი_საფინანსო დეპარატმენტის შესყიდვების განყოფილების
უფროსი სპეციალისტი.
3. სატენდერო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სატენდერო კომისიის სხდომის თავმჯდომარეობისა და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან კოორდინატორის ფუნქცია დაეკისროს საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარ სპეციალისტს – ანეტა მერკვილიშვილს.
5. დაევალოს სატენდერო კომისიის აპარატს სატენდერო განცხადებების ტექსტისა და შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა.
6. სატენდერო კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით.
7. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის №200/02-01 ბრძანება, ამ ბრძანებაში შესული (გათვალისწინებული) ცვლილებებითა და დამატებებით.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე