2018-01-12
ბრძანება №:04/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის    წ3 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს #824 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომი, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი) შენახვასა და აღრიცხვა–ანგარიშგებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტ ნაზი ქემოკლიძეს;
2. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (დიპლომის, მასწავლებლის მომზადების სერიფიკატი) დაბეჭდვაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტ მზია სხირტლაძეს;
3. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (დიპლომი, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი) შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტ თეონა ჩახნაშვილს.
4. შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) რუსუდან სანადირაძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; 
ბ) მაია გრიგოლია – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი; 
გ) ნაზი ქემოკლიძე  – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი; 
დ) თვალმაისა ჯღარკავა  – საფინანსო სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი; 
ე) სოფიო ცინცაძე  – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი. 

5. კომისიას დაევალოს:
ა) მკაცრი აღრიცხვის წუნდებული ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომი, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი) გაუქმება; 
ბ) წუნდებული სერტიფიკატების, მოწმობებისა და 2005 წლამდე გაცემული დიპლომების გაუქმება და განადგურება; 
გ) მკაცრი აღრიცხვის დამტკიცებულ ფორმებთან შეუსაბამო დოკუმენტების (დიპლომი, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი) განადგურება. 

6. ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ" თსუ რექტორის 2012 წლის 25 იანვრის №03/01-01 ბრძანება;
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
9. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.


 რექტორი                                                  გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება