2019-12-02
ბრძანება №:258/02-01
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 21 მაისის N87/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 21 მაისის N87/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტისა და და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2019 წლის 27 ნოემბრის №23205/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 21 მაისის N87/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობა:
ა) ზურაბ გაიპარაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) ვალერიან გობრონიძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - საბჭოს წევრი;
გ) გიორგი ღვედაშვილი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საბჭოს წევრი;
დ) თამარ გიორგაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე -საბჭოს წევრი;
ე) თამარ ბაგრატიონი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
ვ) ლია გოგიაშვილი-შარიფაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
ზ) ლია გურული – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
თ) მარინე დგებუაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
ი) ირაკლი დვალიძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
კ) ირმა კოპალეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი - საბჭოს წევრი;
ლ) ქეთევან ნაკაშიძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი - საბჭოს წევრი;
მ) დაჩი ჩიტაია - უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი სენატის წევრი - საბჭოს წევრი;
ნ) გიორგი ჯღარკავა - უნივერსიტეტის დოქტორანტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საბჭოს წევრი;
2. ბრძანების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა საღინაძე