2010-07-06
ბრძანება №:154/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრატორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრატორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე და 24-ე მუხლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრატორების შესარჩევად ( I, II, III, IV, V, VI, VIII, X, XI სასწავლო კორპუსები,  საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ტაბახმელის სასწავლო-საკონფერენციო ცენტრი, ბაგების სტუდქალაქის I, II და III კორპუსები).
  2. კონკურსანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
    ა)    განცხადება თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე;

    ბ)    ავტობიოგრაფია (CV)

    გ) პირადობის მოწმობის ასლი;

    დ) დიპლომის ასლი;

    ე) პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერთიფიკატები/ასლები   (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    ვ) ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ;
  3. კონკურსის შედეგად შერჩეული პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობა,  შრომითი ხელშეკრულების ვადა  და სხვა პირობები აისახოს შრომით ხელშეკრულებებში;
  4. შეიქმნას კომისია ადმინისტრატორების შესარჩევად და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი;
  5. საბუთების მიღება იწარმოებს თსუ II კორპუსში 2010 წლის 6 ივლისიდან 2010 წლის 23  ივლისის ჩათვლით, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (II კორპუსი) 1-ლი სართული ოთახი №158.
  6. კონკურსი ჩატარდება 2010 წლის 27 ივლისს თსუ II კორპუსში 14ºº სთ-ზე.
  7. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  8. ინფორმაცია კონკურსის შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-ზე და www.hr.com.ge-ზე.
  9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

     საფუძველი: მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის წერილი №15887/02; 30.06.2010 წელი.










ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                 რ. ხარბედია
« უკან დაბრუნება