2012-10-31
ბრძანება №:147/01-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილების შევსების მიზნით არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრის შესახებ
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილების შევსების მიზნით არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 31 ოქტომბრის №28232/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილების შევსების უზრუნველსაყოფად ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებზე (კათედრებზე) ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები ჩატარდეს 2012 წლის 1-2 ნოემბერს.2. სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულზე (კათედრაზე) არჩევნების შედეგების წარმოდგენა დეკანატში განხორციელდეს სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების (კათედრების) სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით არაუგვიანეს 2012 წლის 5 ნოემბრის 13.00 საათისა.
3. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ წარადგინოს დეკანატში ფაკულტეტის საბჭოს წარმომადგენელთა სია არაუგვიანეს 2012 წლის 5 ნოემბრის 13.00 საათისა.
4. კონტროლი წინამდებარე ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს.
5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და სტუდენტური თვითმმართველობისათვის.
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტმენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება