2016-09-06
ბრძანება №:148/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 და მე-15 პუნქტების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის   2 სექტემბრის №1172/29-00 (კანც. რეგისტრაციის №28721/02, 02.09.16),  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 22 ივლისის №302/28 (კანც. რეგისტრაციის №24621/02, 22.07.16), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის                  5 სექტემბრის №344/28 (კანც. რეგისტრაციის №29046/02, 05.09.16), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 28 ივლისის  №2686/30-15 (კანც. რეგისტრაციის №25209/02, 28.07.16), მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2016 წლის 2 სექტემბრის №1155/32 (კანც. რეგისტრაციის №28823/02, 02.09.16), ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №1250-08/2016 (კანც. რეგისტრაციის №27915/02, 26.08.16), მიგრაციის კომპეტენციის ცენტრის ხელმძღვანელის 2016 წლის 26 აგვისტოს №27911/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 2 სექტემბრის №3660/31-01  (კანც. რეგისტრაციის #28883/02, 02.09.16), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 5 სექტემბრის №29127/02, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 22 აგვისტოს №1258/26-01    (კანც. რეგისტრაციის   №27419/02,  22.08.16)   წარდგინებებისა   და  იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 აგვსიტოს №27382/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2016-2017  სასწავლო  წელს  მაგისტრატურაში სპეციალობის 
მისაღები გამოცდის და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა ფაკულტეტების შესაბამისად: 

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 7).

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე


რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                              დარეჯან თვალთვაძე

« უკან დაბრუნება