2019-07-15
ბრძანება №:182/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის - „პროგრამის ანალიზის ინსტრუმენტები და მეთოდები“ (5th International Conference on Software Testing, Machine Learning and Complex Process Analysis (TMPA 2019)) ჩატარებისა და საორგანიზაციო საბჭოს დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის - „პროგრამის ანალიზის ინსტრუმენტები და მეთოდები“ (5th International Conference on Software Testing, Machine Learning and Complex Process Analysis (TMPA 2019)) ჩატარებისა და საორგანიზაციო საბჭოს დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის - ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მანანა ხაჩიძის 2019 წლის 21 ივნისის N12272/28 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2019 წლის 7-9 ნოემბერს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (,,თსუ”) და საერთაშორისო IT კომპანია Exactpro-ს ეგიდით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის - „პროგრამის ანალიზის ინსტრუმენტები და მეთოდები“ (TMPA 2019) ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს საორგანიზაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) გია სირბილაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) მანანა ხაჩიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) გიორგი ღვედაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ალექსანდრე გამყრელიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) მაგდა ცინცაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ვ) ნათია სირბილაძე - CEO, Exactpro Systems, საქართველო.
2. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
3. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის ჩატარებისათვის აუცილებელი სივრცის (აუდიტორია 115 სხდომების ჩასატარებლად და ნულოვან სართულზე მდებარე სივრცე შესვენების მოსაწყობად) გამოყოფა/რეზერვირება;
4. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება;
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე