2010-03-11
ბრძანება №:20/01-01

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 34-ე მუხლის 1--ლი და მე-2 ნაწილების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის   29 მაისის 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის 91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის 13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" მე-11, მე-14, მე-15 მუხლების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის   2010 წლის 4 თებერვლის 17/02-01 ბრძანების საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის ვაკანტური  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად;
2.    ასოცირებულ პროფესორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის  პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.
3.    კონკურსი გამოცხადდეს 2010 წლის 10 მარტს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2010 წლის 12 აპრილიდან 2010 წლის 26 აპრილის ჩათვლით, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
4.  კონკურსი ცხადდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
         
   ეკონომიკის მიმართულება:
   ეკონომიკის პრინციპების ქვემიმართულება – 1 ასოცირებული პროფესორი;
    
5.   ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება    თვეში არანაკლებ 720 (შვიდას ოცი) ლარით.
6.   ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი   დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
7.    კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა  ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
)    მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
8.    საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2010 წლის 12 აპრილიდან 2010 წლის 26 აპრილის ჩათვლით თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარიაში, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2
9.    ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და
  განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
10.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

       საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №05303/02 12.03.2010წ.






        რექტორი, პროფესორი                                       გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება