შიდასაუნივერსიტეტო პროექტის “სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია” შექმნის შესახებ (ბრძანება 07/01-01)
შიდასაუნივერსიტეტო პროექტის “სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია” შექმნის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. თსუ-ში სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებისა და პროგრამული აკრედიტაციისთვის მზადების მიზნით, თსუ ხარისხის მართვის სამსახურის, სასწავლო დეპარტამენტისა და სამეცნიერო დეპარტამენტის ურთიერთთანამშრომლობის საწყისებზე შეიქმნას შიდასაუნივერსიტეტო პროექტი: “სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია”.
2. პროექტის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას პროექტის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი ხუბუა, რექტორი (საბჭოს თავმჯდომარე)
ირინა დარჩია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (საბჭოს წევრი)
თინათინ მარგალიტაძე, სასწავლო დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს წევრი)
იაგო კალანდაძე, სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს წევრი)
რამაზ ბოჭორიშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (საბჭოს წევრი)
დარეჯან თვალთვაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (საბჭოს წევრი)
ნოდარ ბელქანია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (საბჭოს წევრი)
ჯამლეტ ჯანჯღავა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი (საბჭოს წევრი)
დავით კერესელიძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი (საბჭოს წევრი)
ალექსანდრე ცისკარიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი (საბჭოს წევრი)
მარინა ჩიტაშვილი (ექსპერტი)
რამაზ ქვათაძე (ექსპერტი)
რომან ჯობავა (ექსპერტი)
3. პროექტის საკოორდინაციო საბჭოს დაევალოს პროექტის სამუშაო გეგმის შექმნა და სამუშაო ჯგუფების ფორმირება.
4. პროექტის ძირითად ამოცანებად განისაზღვროს:
4.1. სასწავლო პროგრამების აუდიტი და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
4.2. თსუ დარგობრივი განვითარების კონცეფციების შემუშავება;
4.3. საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში თსუ ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა.
4.4 ინტერდისციპლინარული სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის განვითარებისთვის ხელშეწყობა შიდასაუნივერსიტეტო რესურსების მობილიზებითა და სამეცნიერო დაწესებულებებთან, პროფესიულ გაერთიანებათა და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
5. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ.ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისთვის.
6. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტში”, განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე და გამოიკრას თვალსაჩინო ადგილებზე.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი პროფესორი
გ.ხუბუა