2015-11-30
ბრძანება №:188/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის მე-7 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15  მუხლის პირველი პუნქტის, მე-16  მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის  №57/2015 დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტების, არჩილ კუკულავას 2015 წლის 21 ოქტომბრის №39356/02 მოხსენებითი ბარათის  საფუძველზე                           
                               
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2016 წელს, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან (გარდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის სახით მიღებული თანხებისა), სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა ანაზღაურების  ზღვრული ოდენობა 200 000 ლარის ოდენობით.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
4. ბრძანება ძალაშია წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის    2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                   დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება