2007-05-15
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და საათობრივი ანაზღაურებით მოწვეული პედაგოგების მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ (ბრძანება N43/01–01)

ბრძანება № 43/01–01
15.05.07 წ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და საათობრივი ანაზღაურებით მოწვეული პედაგოგების მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და საათობრივი ანაზღაურებით მოწვეული პედაგოგების მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მონიტორინგის სამსახური ახორციელებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე კონტროლს და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას ამ ბრძანებით დადგენილი წესების დაცვით;

2. პედაგოგი საწავლო პროცესს წარმართავს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატის მიერ დადგენილი ,,მეცადინეობის ცხრილის” შესაბამისად. პედაგოგის მიერ აღნიშნული ცხრილით დადგენილი სამუშაო გრაფიკის ერთჯერადი ან გარკვეული პერიოდით შეცვლა დასაშვებია ფაკულტეტის დეკანატის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

3. პედაგოგის მიერ მეცადინეობის გაცდენის თითოეულ ფაქტზე მონიტორინგის სამსახური ადგენს წერილობით ოქმს, რომელშიც ფიქსირდება პედაგოგის სახელი და გვარი, საგნის დასახელება, გაცდენილი აკდემიური საათი. ოქმის ჩანაწერის სისწორე დასტურდება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატის წარმომადგენლის ხელმოწერით. მონიტორინგის სამსახურის წერილობითი ოქმი შედგენიდან სამი დღის ვადაში უნდა წარედგინოს უნივერსიტეტის რექტორს.

4. მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე პედაგოგი ვალდებულია ერთი კვირის ვადაში რექტორს წარუდგინოს განმარტება მეცადინეობის გაცდენის მიზეზების შესახებ.

5. პედაგოგი ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული საპატიო მიზეზით გაცდენილი მეცადინეობის აღდგენა მიმდინარე სემესტრის განმავლობაში.

6. პედაგოგის მიერ სასწავლო პროცესის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორის დასკვნის საფუძველზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება:

ა) პირველი გაცდენისათვის – ჯარიმა 25 ლარის ოდენობით, ხელფასიდან დაქვითვით;
ბ) მეორე გაცდენისათვის – ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, ხელფასიდან დაქვითვით;
გ) მესამე გაცდენისათვის - ხელშეკრულების შეწყვეტა.

7. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ.ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის, ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (მ.სვანაძეს).

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება