2016-02-23
ბრძანება №:23/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 3 ივნისის №79/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 3 ივნისის №79/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 3 ივნისის №79/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში:
ა)
„გ.ა”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
"გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 - 29 თებერვალი;“
ბ)
„ვ.ა”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
"ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 - 29 თებერვალი;“
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა