2015-08-07
ბრძანება №:843/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში რეგისტრაციის გავლის უფლების   მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №45/2010 დადგენილებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ” მე-2 მუხლისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 29 ივლისის #925/32 (კანცელარიაში რეგისტრაციის #24997/02 29.07.2015) წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მიეცეთ 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში თვითდაფინანსებით სწავლის  გაგრძელებისა და რეგისტრაციის გავლის უფლება წინამდებარე ბრძანების #1 დანართში მითითებულ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს (დანართი #1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                         ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება