2017-12-08
ბრძანება №:261/01-01
,,2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტი პარიზი 8-ის (საფრანგეთი) მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 6 დეკემბრის №254/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (22645/02; 08.12.2017) საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
,,2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტი პარიზი 8-ის (საფრანგეთი) მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 6 დეკემბრის №254/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)თეონა მატარაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.“
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
4.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი
გიორგი შარვაშიძე