2020-07-17
ბრძანება №:137/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 09 ივლისის N8966/28 და 10 ივლისის N9080/28, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 10 ივნისის N7208/26, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2020 წლის 10 ივლისის N8987/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 12 ივნისის N7333/32, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 13 ივლისის N9163/27 და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 25 მაისის N6578/30 წარდგინებების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის
საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:
1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
1.5. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N5);
1.6. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N6).
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული
ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე