2017-11-21
ბრძანება №:1195/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, აპლიკანტების მიერ მიღებული ქულის გათვალისწინებით შექმნილი რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, აპლიკანტების მიერ მიღებული ქულის გათვალისწინებით შექმნილი რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების’’  27-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მ/შ-ის 2017 წლის 20 ნოემბრის  MES 4 17 01415673 წერილის საფუძველზე

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, აპლიკანტების მიერ მიღებული ქულის გათვალისწინებით შექმნილი რანჟირების დოკუმენტი №1 დანართის მიხედვით (დანართი №1).
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.    


რექტორი       გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება