2011-11-15
ბრძანება №:2257/01-04
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმებისა და სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმებისა და სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე
თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა, რომ უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე ჩარიცხულ, სახელმწიფო სასწავლო გრანტის - 100% მქონე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ნაწილს 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში არ ჰქონდათ გავლილი აკადემიური რეგისტრაცია. გამომდინარე იქიდან, რომ 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტები ავტომატურად გადიან ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, მიზანშეწონილია აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო მოხდეს მათთვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმება და სტუდენტის სტატუსის შეჩერება.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
გაუუქმდეთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია და შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით (სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 100%):
1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
-
შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (2 კვირის ვადაში).
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
-
წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52).
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი